1. სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ დადგენილება არის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცების კოდექსის“ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დაჯარიმების ფაქტი.
2. დადგენილება ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში.
3. დადგენილების ტექსტი შედგება შესავალი და ძირითადი ნაწილებისაგან.
4. დადგენილების შესავალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა დადგენილება № (რიგითი ნომერი), დადგენილების დასახელება (დაიტანება ფურცლის დასაწყისის შუა ნაწილში);
ბ) №11 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა დადგენილების მიღების ადგილის დასახელების დასახელების 2 ინტერვალით დაბლა, დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა მხარეს;
გ) №11 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა დადგენილების შედგენის თარიღი (შემდეგი თანმიმდევრობით - წელიწადი, თვე და რიცხვი) დადგენილების მიღების ადგილის გასწვრივ, დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს;
დ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ საქმის განმხილველი უფლებამოსილი პირი/პირები;
ე) სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელი სუბიექტის მონაცემები, სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტის მონაცემები;
ვ) დადგენილების მიღებამდე გამოცემული დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
ზ) საქმის განხილვაში მონაწილე პირთა მონაცემები;
თ) სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა/არარსებობა.
5. დადგენილების ძირითადი ნაწილი შედგება განაყოფებისგან, რომლებიც შეესაბამება დღის წესრიგის პუნქტებს. დადგენილების ძირითადი ნაწილის თითოეული განაყოფი უნდა შედგეს შემდეგი სტრუქტურით:
ა) I. მოისმინეს: (...)“: ამ ნაწილში შეიტანება დღის წესრიგის საკითხზე მომხსენებლისა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებლების) ვინაობა და მათი გამოსვლების ძირითადი შინაარსი. თუ მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მოხსენება წერილობითი სახით ერთვის დადგენილებას, მაშინ დადგენილებაში კეთდება შესაბამისი მითითება;
ბ) II. დაადგინეს/გადაწყვიტეს: (...)“: დადგენილების ამ ნაწილში შეიტანება მიღებული გადაწყვეტილება და სამართლებრივი აქტი, რის საფუძველზეც იქნა დადგენილება მიღებული;
გ) III. სამშენებლო სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გადასარიცხი ბიუჯეტის ერთიანი ანგარიშის ნომერი.
6. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ჯარიმის თანხის, დადგენილების ჩაბარებიდან ნებაყოფლობითი გადახდის ვადა, გადაუხდელობის შემთხვევაში გაფრთხილება საურავის დაკისრების თაობაზე.
7. დადგენილებაში მიეთითება დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა, სასამართლოს დასახელება და მისამართი.
8. დადგენილებას ხელს აწერს მიმღები უფლებამოსილი პირი/პირები და მონაწილე პირები.