1. შემოწმების აქტი არის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების აქტით გათვალიწინებული პირობების შესრულების მდგომარეობა.

2.  შემოწმების აქტი ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში.

3. შემოწმების აქტის ტექსტი შედგება შესავალი და ძირითადი ნაწილებისაგან.

4. შემოწმების აქტის შესავალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „კასპის მუნიციპალიტეტი“, წარწერის 2 ინტერვალით დაბლა დასახელება და № (რიგითი ნომერი), შემოწმების აქტის დასახელება დაიტანება ფურცლის დასაწყისის შუა ნაწილში;

ბ) №11 შრიფტით შესრულებული გამუქებული  წარწერა  შემოწმების ატის მიღების ადგილის  დასახელება, დასახელების 2 ინტერვალით დაბლა, დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა მხარეს;

გ) №11 შრიფტით შესრულებული  გამუქებული წარწერა შემოწმების აქტის შედგენის თარიღი (შემდეგი თანმიმდევრობით –
წელიწადი, თვე და რიცხვი) შემოწმების აქტის მიღების ადგილის გასწვრივ, დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს;

დ) უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების რეკვიზიტები;

ე) შემოწმების აქტის სუბიექტის და ობიექტის მონაცმები;

ვ) შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი/ ან დარღვევის სახეობა.

5. შემოწმების აქტის ძირითად ნაწილში აღინიშნება მითითების შესრულების არსებული მდგომარეობა:

ა) შესრულდა;

ბ) არ შესრულდა;

გ) ვადების დარღვევით სრულდება.

6. შემოწმების აქტს ხელს წერს/აწერენ უფლებამოსილი პირი/პირები და ჰბარდება შემოწმების აქტის სუბიექტ