1. სააღსრულებლო ფურცელი  არის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას.
2. სააღსრულებლო ფურცელზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) თვითმმართველი ერთეულის დასახელება;

ბ) მცირე სახელმწიფო გერბი და კასპის მუნიციპალიტეტის გერბი (მისი არსებობის შემთხვევაში);

გ) სააღსრულებლო ფურცლის გამცემი ორგანო;

დ)  ბრძანების გაცემის თარიღი;

ე) ბრძანების  სარეზოლუციო ნაწილი;

ვ) ბრძანებების ძალაში შესვლის თარიღი;

ზ) კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები;

თ) მევალის  დასახელება და რეკვიზიტები;

ი) სააღსრულებლო ფურცლის გამოცემის თარიღი;

კ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

3. სააღსრულებო ფურცელი ტარდება ცალკე ჟურნალში და მას რეგისტრაციის ნომრად მიეთითება იმ დოკუმენტის, ნომერი რომლის შესასრულებლადაც არის გამოცემული.

4. თუ სააღსრულებლო ფურცელი გამოიწერება ორი ან მეტი დოკუმენტის აღსრულების მიზნით, რეგისტრაციის ნომრად მიეთითება ყველა დოკუმენტის ნომერი გამოყოფილი ერთმანეთისაგან დახრილი ხაზით“.

თავი IVმუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების სხვა ძირითადი ტიპები და  რეკვიზიტე