1. დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რეკვიზიტებია:

ა) ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“;

ბ) ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“.

2. ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“ საქმისწარმოების დოკუმენტებზე (ბლანკებზე) დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და კასპის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში №16 შრიფტით შესრულებული წარწერის: ,,კასპის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ან მერია“ სახით. ამ რეკვიზიტის 1 ინტერვალით ქვემოთ დაიტანება გამყოფი ზოლი.

3. ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“ დაიტანება გამყოფი ზოლის 1 ინტერვალით ქვემოთ №10 შრიფტით შესრულებული წარწერის: ,, კასპი, ------------------ ქუჩა №--------------- ტელ.: (...), ინდექსი: (...)