1. დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რეკვიზიტებია:
ა) ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“;
ბ) ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“.
2. ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“ საქმისწარმოების დოკუმენტებზე (ბლანკებზე) დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში №12 შრიფტით შესრულებული წარწერის: „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო (ან მერია)“ სახით. ამ რეკვიზიტის 1 ინტერვალით ქვემოთ დაიტანება გამყოფი ზოლი.
3. ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“ დაიტანება გამყოფი ზოლის 1 ინტერვალით ქვემოთ №10 შრიფტით შესრულებული წარწერით. (მაგ.: „2700 ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. №25, ტელ.:(354) 22 30 20, ელ.ფოსტა:lag_gamgeoba@yahoo.com 26 Maisi str #25 , Lagodekhi, 2700, Tel.:(354) 22 30 20