1. რეკვიზიტი „ვიზა“ დაიტანება მხოლოდ სამართლებრივი აქტების და საქმისწარმოების სხვა დოკუმენტების პროექტებზე და აღნიშნავს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დოკუმენტის პროექტზე თანხმობას.
2. რეკვიზიტი „ვიზა“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე დაიტანება დამკვირვებლის პოზიციიდან ქვედა მარცხენა კუთხეში. ელექტრონულ დოკუმენტებზე ვიზირება ხორციელდება საოფისე პროგრამის მეშვეობით.
3. ვიზირების დროს მიეთითება შემდეგი მონაცემები:
ა) წარწერა „ვეთანხმები“;
ბ) უფლებამოსილი პირის გვარი და სახელი;
4. თუ ვიზის მიმცემს აქვს შენიშვნები ან დამატებები დოკუმენტის პროექტზე, იგი ფორმდება ცალკე ფურცელზე, რომელიც დაერთვის ძირითად დოკუმენტ