1. რეკვიზიტი „ხელმოწერა“ დაიტანება მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, დოკუმენტის ტექსტის 2 ინტერვალით ქვემოთ, ერთ ხაზში შესრულებული წარწერის სახით.

2. რეკვიზიტი „ხელმოწერა“ შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

ა) თანამდებობის დასახელება;

ბ) პირადი ხელმოწერა (შესაძლებელია ფაქსიმილიის შტამპის გამოყენება);

გ) ხელმოწერის გაშიფვრა (სახელი და გვარი).

3. ელექტრონულ დოკუმენტებზე რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“ გამოიყენება ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის სახი