1. რეკვიზიტი „ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე:
ა) სამართლებრივ აქტებზე;
ბ) სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე);
გ) საფინანსო დოკუმენტაციაზე;
დ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე;
ე) ოქმებზე;
ვ) ცნობებზე.
2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედი;
ბ) მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედი;
გ) სტრუქტურული ერთეულის ბეჭედი;
ვ) მერის წარმომადგენლის ბეჭედი.
3. ბეჭდების გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, მერის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით.
4. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი.
5. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერ