1. რეკვიზიტი ,,ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე:

ა) სამართლებრივ აქტებზე;

ბ) სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე);

გ) საფინანსო დოკუმენტაციაზე;

დ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებზე;

ე) ოქმებზე;

ვ) ცნობებზე;

2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედი;

ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭედი;

გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში);

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ბეჭედი.

3. ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირები და ბეჭდის გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი.

5. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერ