თავი III — მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს, კომისიების და სხვა ოქმები
1. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ დაიტანება დოკუმენტებზე, რომლებიც შეიცავენ საიდუმლო ან კონფიდენციალურ ინფორმაციას.
2. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ საიდუმლო ან კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაიტანება 3X4 ზომის შტამპის სახით. შტამპს დოკუმენტზე დაიტანს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი - საკრებულოს აპარატის უფროსი და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. გასაიდუმლოების შტამპზე ამოტვიფრულია წარწერა ,,საიდუმლოდ“.
3. გასაიდუმლოების შტამპი დაიტანება დოკუმენტის პირველი გვერდის დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა ზედა კუთხეშ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 29, №10, 14.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016227 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2319036/muxli-29/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია