1. რეკვიზიტი „ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე:

ა) სამართლებრივ აქტებზე;

ბ) სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე);

გ) საფინანსო დოკუმენტაციაზე;

დ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე;

ე) ოქმებზე;

ვ) ცნობებზე;

ზ) საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე.

2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედი;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბეჭედი;

გ) მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედი;

დ) ადგილობრივი სამსახურის ბეჭედი;

ე) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ბეჭედი.

3. ბეჭდების გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ადგილობრივი სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით.

4. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი.

5. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერ