1.
რეკვიზიტი ,,ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე:
ა)
სამართლებრივ აქტებზე;
ბ)
სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე);
გ)
საფინანსო დოკუმენტაციაზე;
დ)
მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე;
ე)
ოქმებზე;
ვ)
ცნობებზე;
ზ)
მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტებზე.
2.
მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები:
ა)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედი;
ბ)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბეჭედი;
გ)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგობის ბეჭედი;
დ)
ადგილობრივი სამსახურის ბეჭედი;
ე)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ბეჭედი;
3.
ბეჭდების გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, გამგეობის დებულებით, ადგილობრივი სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებით.
4.
ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი.
5.
ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონული-ციფრული ხელმოწერა
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 27.09.2013
მუხლი 47. რეკვიზიტი ,,ბეჭედი“
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 41. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ტექსტის სათაური“
- მუხლი 42. რეკვიზიტი ,,ვიზები“
- მუხლი 43. რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“
- მუხლი 44. რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“
- მუხლი 45. რეკვიზიტი ,,რეზოლუცია“
- მუხლი 46. რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი“
- მუხლი 48. რეკვიზიტი ,,მუნიციპალიტეტის გერბი“
- მუხლი 49. რეკვიზიტი ,,ადრესატი“
- მუხლი 50. რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“
- მუხლი 51. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 47, №27, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2030777/muxli-47/