1.
რეკვიზიტი ,,ვიზა“ დაიტანება მხოლოდ სამართლებრივი აქტების და საქმისწარმოების სხვა დოკუმენტების პროექტებზე და აღნიშნავს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დოკუმენტის პროექტზე თანხმობას.
2.
რეკვიზიტი ,,ვიზა“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე დაიტანება მის უკანა მხარეს. ელექტრონულ დოკუმენტებზე ვიზირება ხორციელდება საოფისე პროგრამის მეშვეობით.
3.
ვიზირების შტამპზე ამოიტვიფრება შემდეგი მონაცემები:
ა)
წარწერა ,,ვეთანხმები“;
ბ)
უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
გ)
თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,----- -------- -------- წელი“
დ)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია.
4.
თუ ვიზის მიმცემს აქვს შენიშვნები ან დამატებები დოკუმენტის პროექტზე, იგი ფორმდება ცალკე ფურცელზე, რომელიც დაერთვის ძირითად დოკუმენტს
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 27.09.2013
მუხლი 42. რეკვიზიტი ,,ვიზები“
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 30. ვიზები
- მუხლი 13. უცხოელებზე ვიზების გაცემისათვის საკონსულო მოსაკრებელი აიკრიფება შემდეგი ოდენობით:
- მუხლი 20. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა რეგისტრაცია, პასპორტებისა და ვიზების გაცემა
- მუხლი 10. ვიზების გაცემის, დოკუმენტების გამოთხოვისა და ლეგალიზაციისათვის დადგენილი განაკვეთები ცალკეული ქვეყნებისათვის შეიძლება იყოს განსხვავებული ნაცვალგების პრინციპებიდან და საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 36. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები და რეკვიზიტების შტამპები
- მუხლი 37. დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რექვიზიტები
- მუხლი 38. რეკვიზიტი ,,დოკუმეტის დასახელება“
- მუხლი 39. რეკვიზიტი ,,თარიღი“
- მუხლი 40. რეკვიზიტი ,,ინდექსი“
- მუხლი 41. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ტექსტის სათაური“
- მუხლი 43. რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“
- მუხლი 44. რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“
- მუხლი 45. რეკვიზიტი ,,რეზოლუცია“
- მუხლი 46. რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი“
- მუხლი 47. რეკვიზიტი ,,ბეჭედი“
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 42, №27, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2030777/muxli-42/