1.
რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი“ დაიტანება ამ ტაბელის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“, ,,ვ“, ,,ი“ , ,,ლ“, ,,მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმისწარმოების დოკუმენტებზე.
2.
რექვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტზე დაიტანება 3X5 ზომის შტამპის სახით. შტამპზე ამოიტვიფრება:
ა)
წარწერა ,,ვამტკიცებ“;
ბ)
უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი ;
გ)
თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,----- -------- -------- წ.“
დ)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია.
3.
დამტკიცების გრიფის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირთა ვინაობა და შტამპების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, გამგეობის დებულებით.
4.
დამტკიცების გრიფის შტამპი დაიტანება დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში.
5.
ელექტრონული დოკუმენტების დამტკიცება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 27.09.2013
მუხლი 46. რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი“
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 40. რეკვიზიტი ,,ინდექსი“
- მუხლი 41. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ტექსტის სათაური“
- მუხლი 42. რეკვიზიტი ,,ვიზები“
- მუხლი 43. რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“
- მუხლი 44. რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“
- მუხლი 45. რეკვიზიტი ,,რეზოლუცია“
- მუხლი 47. რეკვიზიტი ,,ბეჭედი“
- მუხლი 48. რეკვიზიტი ,,მუნიციპალიტეტის გერბი“
- მუხლი 49. რეკვიზიტი ,,ადრესატი“
- მუხლი 50. რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“
- მუხლი 51. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 46, №27, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2030777/muxli-46/