1.
რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“ დაიტანება ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში საბოლოოდ გაფორმებულ (უკვე შესრულებულ) ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე.
2.
რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“ დოკუმენტზე დაიტანება:
ა)
წარწერა ,,საქმეში“
ბ)
თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,----- ------ ------ წ.“;
გ)
საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის დასახელება, გვარი და სახელი;
დ)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია.
3.
შესრულებული ელექტრონული დოკუმენტების შენახვა დაარქივირება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით