1.
რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“ დაიტანება მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, დოკუმენტის ტექსტის 2 ინტერვალით ქვემოთ ერთ ხაზში შესრულებული წარწერის სახით.
2.
რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“ შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა)
თანამდებობის დასახელება;
ბ)
პირადი ხელმოწერა (შესაძლებელია ფაქსიმილიის შტამპის გამოყენება);
გ)
ხელმოწერის გაშიფვრა (სახელი და გვარი).
3.
თანამდებობა მიეთითება სრულად, თუ ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტი ბლანკზე არ სრულდება, ხოლო ბლანკზე შესრულებულ დოკუმენტებზე გამოიყენება თანამდებობის შემოკლებული დასახელება.
4.
ელექტრონულ დოკუმენტებზე რექვიზიტი ,,ხელმოწერა“ გამოიყენება ელექტრონული-ციფრული ხელმოწერის სახით
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 27.09.2013
მუხლი 43. რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 37. დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რექვიზიტები
- მუხლი 38. რეკვიზიტი ,,დოკუმეტის დასახელება“
- მუხლი 39. რეკვიზიტი ,,თარიღი“
- მუხლი 40. რეკვიზიტი ,,ინდექსი“
- მუხლი 41. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ტექსტის სათაური“
- მუხლი 42. რეკვიზიტი ,,ვიზები“
- მუხლი 44. რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“
- მუხლი 45. რეკვიზიტი ,,რეზოლუცია“
- მუხლი 46. რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი“
- მუხლი 47. რეკვიზიტი ,,ბეჭედი“
- მუხლი 48. რეკვიზიტი ,,მუნიციპალიტეტის გერბი“
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 43, №27, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2030777/muxli-43/