1.
რეკვიზიტი ,,რეზოლუცია“ დაიტანება შემოსულ და შიდასამსახურებრივ შესასრულებელ დოკუმენტებზე და აღნიშნავს ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში უფლებამოსილი თანამდებობის პირის დავალებას დოკუმენტის შემსრულებელზე.
2.
ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე რეზოლუცია ხელნაწერის სახით დაიტანება დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში ან რეზოლუციის ფურცელის სახით და ერთვის ძირითად დოკუმენტს. რეზოლუცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)
დოკუმენტის შემსრულებლის სახელსა და გვარს;
ბ)
დავალების შინაარსს  (თუ დავალება სტანდარტულ პროცედურას გულისხმობს, კეთდება წარწერა ,,შესასრულებლად“);
გ)
დავალების შესრულების ვადას;
დ)
ხელმძღვანელის პირად ხელმოწერას და თარიღს.
3.
ელექტრონულ დოკუმენტებზე რექვიზიტი ,,რეზოლუცია“ სრულდება საოფისე პროგრამის მეშვეობით