1.
რეკვიზიტი ,,მუნიციპალიტეტის გერბი“ გამოიყენება:
ა)
სამართლებრივი აქტების ბლანკებზე;
ბ)
წერილების ბლანკებზე;
გ)
ცნობების ბლანკებზე;
დ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგებლისა და გამგეობის რწმუნებულის ბეჭდებზე.
2.
მუნიციპალიტეტის გერბი დოკუმენტების ბლანკებზე დაიტანება სახელმწიფოს მცირე გერბის გასწვრივ, ფურცლის ზედა ნაწილში. გერბის ზემოთ რაიმე წარწერის ან სიმბოლოს დატანა დაუშვებელია.
3.
საქმის წარმოების დოკუმენტებზე და ბეჭდებზე გამოყენებული გერბი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს საკრებულოს ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბის შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში მოცემულ გერბის აღწერილობას