1. რეკვიზიტი ,,მუნიციპალიტეტის გერბი“ გამოიყენება:
ა) სამართლებრივი აქტების ბლანკებზე;
ბ) წერილების ბლანკებზე;
გ) ცნობების ბლანკებზე;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერისა და მერის წარმომადგენლის ბეჭდებზე.
2. მუნიციპალიტეტის გერბი დოკუმენტების ბლანკებზე დაიტანება ფურცლის ზედა ცენტრალურ ადგილზე. გერბის ზემოთ რაიმე წარწერის ან სიმბოლოს დატანა დაუშვებელია.
3. საქმისწარმოების დოკუმენტებზე და ბეჭდებზე გამოყენებული გერბი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების თაობაზე” საკრებულოს დადგენილებაში მოცემულ გერბის აღწერილობა