აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2018 წლის 10 აგვისტო აბაშა |
|
2. მუნიციპალიტეტის მოხელეები ვალდებულნი არიან დაიცვან ტაბელის მოთხოვნები. ტაბელით დადგენილი დოკუმენტირების სტანდარტების დარღვევისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს დაეკისრება კანონით განსაზღვრული დისციპლინარული პასუხისმგებლობა.
1. სამართლებრივი აქტები:
ა) ნორმატიული აქტი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება;
ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება;
გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
დ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანება.
2. საქმისწარმოების დოკუმენტები:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმი;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი;
ე) მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა;
ვ) მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია;
ზ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის) თანამდებობის პირის დავალება (მითითება);
თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს კომისიის,მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულის (ადგილობრივი სამსახურის, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის) სამუშაო გეგმები;
ი) მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა;
კ) მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში;
ლ) მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ანგარიში;
მ) მუნიციპალიტეტის მოხელის ანგარიში;
ნ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის), საჯარო მოსამსახურის განცხადება;
ო) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წერილი;
პ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა;
ჟ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება;
რ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ს) მუნიციპალიტეტის საფინანსო დოკუმენტაცია.
ა) მცირე სახელმწიფო გერბი;
ბ) მუნიციპალიტეტის გერბი;
გ) აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს საკრებულოს დადგენილებას);
დ) საკრებულოს დადგენილების სათაური;
ე) დადგენილების მიღების ადგილი და თარიღი;
ვ) საკრებულოს მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართები;
ზ) თუ დადგენილებაში შეტანილია ცვლილება, ცვლილების შეტანის თარიღი;
თ) დადგენილების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ დადგენილება განსაზღვრული ვადითაა მიღებული;
ი) საკრებულოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის) ხელმოწერა;
კ) საკრებულოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ლ) სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი (დაიტანება დადგენილების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ);
მ) საკრებულოს ბეჭედი.
2. საკრებულოს დადგენილების ფერადი პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა სავალდებულო რეკვიზიტი დაიტანება დადგენილების საბოლოო გაფორმებისას.
3. საკრებულოს დადგენილების პროექტის და საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.
4. საკრებულოს დადგენილების პროექტი დადგენილების ბლანკზე არ ფორმდება. დადგენილების პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი – „პროექტი“, საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე დადგენილებისათვის განსაზღვრული ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:
ა) სახელმწიფო გერბისა;
ბ) მუნიციპალიტეტის გერბისა;
გ) საკრებულოს ბეჭდისა;
დ) სარეგისტრაციო ნომრისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდისა.
2. საკრებულოს დადგენილების ბლანკზე დაიტანება საკრებულოს დადგენილების შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები:
ა) მცირე სახელმწიფო გერბი;
ბ) მუნიციპალიტეტის გერბი;
გ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „ქ. აბაშა“ (დაიტანება გერბის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კიდეზე);
დ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დადგენილების მიღების თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე და წელიწადი დადგენილების მიღების თარიღად მიიჩნევა საკრებულოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის) მიერ დადგენილების ხელმოწერის თარიღი;
ე) №10 შრიფტით შესრულებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს საკრებულოს მისამართს, ტელეფონის ნომერს, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართებს (დაიტანება წარწერის „ქ. აბაშა“ და თარიღის აღმნიშვნელი ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარჯვენა კიდეზე);
ვ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №(...)“ (დაიტანება საკრებულოს მისამართის, ტელეფონის ნომრის, ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების აღმნიშვნელი წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის ცენტრალურ ადგილას).
2. საკრებულოს დადგენილების პრეამბულაში (თუ დადგენილებას პრეამბულა არა აქვს – პირველ მუხლში ან პირველ პუნქტში) უნდა მიეთითოს საქართველოს კანონის ის ნორმა (კანონის სათაურის, მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის ზუსტი დასახელება), რომლის საფუძველზე და შესასრულებლადაც მიიღება დადგენილება.
3. დადგენილების ძირითადი ნაწილი მოიცავს ამ აქტით დადგენილ ნორმატიულ დებულებებს – მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესებს.
4. საკრებულოს დადგენილების გარდამავალი დებულებებით საჭიროების შემთხვევაში დგინდება ძირითადი ნაწილისაგან განსხვავებული და განსაზღვრული ვადით მიღებული ნორმები და/ან განისაზღვრება ის პირობები და ვადები, რაც საჭიროა ძირითად ნაწილში მოცემული ნორმების ძალაში შესასვლელად.
5. საკრებულოს დადგენილების დასკვნითი დებულებებით განისაზღვრება აქტის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტების ჩამონათვალი (ასეთი აქტების არსებობის შემთხვევაში), დადგენილების ძალაში შესვლის დრო, დადგენილების მოქმედების ვადა, თუ დადგენილება განსაზღვრული ვადითაა მიღებული.
6. საკრებულოს დადგენილების ტექსტი (პრეამბულის და დანართების გარდა) შინაარსის მიხედვით იყოფა აბზაცებად – პუნქტებად. პუნქტები ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. თუ ტექსტი დიდი მოცულობისაა, იგი შინაარსის მიხედვით შესაძლოა დაიყოს თავებად, თავები კი მუხლებად. დადგენილების თავები უწყვეტად ინომრება რომაული ციფრებით. დადგენილების მუხლები დადგენილების მთელ ტექსტში უწყვეტად ინომრება არაბული ციფრებით. დადგენილების თავს უნდა ჰქონდეს სათაური. დადგენილების მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. თუ ტექსტი განსაკუთრებით დიდი მოცულობისაა, იგი შეიძლება დაიყოს კარებად, კარები – თავებად, თავები – მუხლებად. კარები ინომრება უწყვეტად, რომაული ციფრებით და მათ აქვთ სათაური.
7. დანართი დადგენილების განუყოფელი ნაწილია. თუ დადგენილებას ერთვის რამდენიმე დანართი, ისინი ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. ძირითად ნაწილში ან გარდამავალ დებულებებში მოცემული უნდა იქნეს მითითება შესაბამის დანართზე. დაუშვებელია დანართში დადგენილების ძირითადი ნაწილის, გარდამავალი ან დასკვნითი დებულებების შეტანა. დანართში მოცემული უნდა იყოს დადგენილების ძირითად ან გარდამავალ დებულებებში მითითებული საცნობარო (მაგ., სტატისტიკური, საბუღალტრო ან სხვა სახის მონაცემები), მათემატიკური გაანგარიშების შემცველი (მაგ., საბიუჯეტო ან სატარიფო ცხრილები) ან სანიმუშო (მაგ., დოკუმენტის სანიმუშო ფორმა) ინფორმაცია.
ა) სახელმწიფო გერბი;
ბ) მუნიციპალიტეტის გერბი;
გ) აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს შესაბამისად საკრებულოს განკარგულებას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას ან მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანებას);
დ) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის სათაური;
ე) აქტის მიღების ადგილი და თარიღი;
ვ) საკრებულოს ან შესაბამისად მერიის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართები;
ზ) აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული;
თ) აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (მისამართის მითითებით), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება;
ი) უფლებამოსილი თანამდებობის პირის – საკრებულოს თავმჯდომარის ან შესაბამისად მერის, მერიის თანამდებობის პირთა (შესაბამისად უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელის) ხელმოწერა;
კ) საკრებულოს აპარატის ან შესაბამისად მერიის აპარატის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
კ) საკრებულოს ან შესაბამისად მერის ბეჭედი.
2. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ფერადი პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა რეკვიზიტი დაიტანება აქტის საბოლოო გაფორმებისას.
3. მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების პროექტის, საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯომარის ბრძანების და შესაბამისად მიღებული (გამოცემული) აქტის ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.
4. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტი ბლანკზე არ ფორმდება. აქტის პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი – „პროექტი“, საკრებულოს ან შესაბამისად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:
ა) სახელმწიფო გერბისა;
ბ) მუნიციპალიტეტის გერბისა;
გ) საკრებულოს ბეჭდისა;
დ) აქტის სარეგისტაციო ნომრისა.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერისა და მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების ბლანკზე დაიტანება შესაბამისი აქტის შემდეგი რეკვიზიტები:
ა) სახელმწიფო გერბი, რომელიც განთავსდება (გამოისახება) მუნიციპალიტეტის გერბის მარცხენა მხარეს დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც დგას ამ გერბის პირდაპირ.
ბ) მუნიციპალიტეტის ფერადი გერბი განთავსდება (გამოისახება) სახელმწიფო გერბის მარცხენა მხარეს დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც დგას ამ გერბის პირდაპირ.
გ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „აბაშა“ (დაიტანება გერბის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კიდეზე);
დ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს აქტის მიღების (გამოცემის) თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე და წელიწადი თარიღად მიიჩნევა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ აქტის ხელმოწერის თარიღი;
ე) №10 შრიფტით შესრულებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს საკრებულოს (შესაბამისად – მერიის) მისამართს, ტელეფონის ნომერს, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართებს (დაიტანება „დ“ ქვეპუნქტში მითითებული წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარჯვენა კიდეზე);
ე) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №“ (შესაბამისად – „აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება №“ ან „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება №“) წარწერა დაიტანება „ე“ ქვეპუნქტში მითითებული წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის ცენტრალურ ადგილას.
2. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პრეამბულაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონის ან საკრებულოს დადგენილების ის ნორმა (კანონის ან შესაბამისად – საკრებულოს დადგენილების სათაურის, მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის ზუსტი დასახელება), რომლის საფუძველზე და შესასრულებლადაც ხდება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მიღება (გამოცემა).
3. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საკონსტატაციო ნაწილში მიეთითება შესაბამისი ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას გამოკვლეული საქმის გარემოებები და მიღებული დისკრეციული გადაწყვეტილებების დასაბუთება (ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას). აქტი შეიძლება არ შეიცავდეს საკონსტატაციო ნაწილს, თუ:
ა) აქტი გამოცემულია დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე და იგი არ ზღუდავს მესამე პირის უფლებებს:
ბ) აქტის მიღებით (გამოცემით) დაინტერესებულ პირთათვის უკვე ცნობილია აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
გ) კანონი ითვალისწინებს აქტის დასაბუთების გარეშე მიღების (გამოცემის) შესაძლებლობას;
დ) აქტის მიღება (გამოცემა) გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ასეთ შემთხვევაში აქტის წერილობითი დასაბუთება ხდება აქტის გამოცემის შემდგომ არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში.
4. აქტის სარეზოლუციო ნაწილში მოცემული უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები). თუ აქტი ითვალისწინებს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ გადაწყვეტილებას, თითოეული მათგანი ფორმდება ცალკე პუნქტის სახით. პუნქტები უწყვეტად ინომრება არაბული ციფრებით. სარეზოლუციო ნაწილში ცალკე, მიღებული გადაწყვეტილების (გადაწყვეტილებების) შემდგომ პუნქტად მიეთითება აქტის მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული (გამოცემული).
5. აქტის სარეზოლუციო ნაწილში ცალკე, დასკვნით (უკანასკნელ) პუნქტად მიეთითება აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (ორგანოს სრული დასახელება და მისამართი), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმების წარმოება სავალდებულოა. ოქმები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. ოქმების წარმოების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის (საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის) ოქმის ტექსტი შედგება შესავალი და ძირითადი ნაწილებისაგან.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის (საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის) ოქმის შესავალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის თავმჯდომარე;
გ) საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობა;
დ) საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის დღის წესრიგი. დღის წესრიგის ყოველი საკითხი ოქმში ცალკე შეიტანება და ისინი ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. დღის წესრიგი ოქმში შეიტანება დღის წესრიგის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
5. ოქმის ძირითადი ნაწილი შედგება განაყოფებისაგან, რომლებიც შეესაბამება დღის წესრიგის პუნქტებს. ოქმის ძირითადი ნაწილის თითოეული განაყოფი უნდა შედგეს შემდეგი სტრუქტურით:
ა) „I. მოისმინეს: (...)“: ამ ნაწილში შეიტანება დღის წესრიგის საკითხზე მომხსენებლისა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებლების) ვინაობა და მათი გამოსვლების ძირითადი შინაარსი. თუ მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მოხსენება წერილობითი სახით ერთვის ოქმს, მაშინ ოქმში კეთდება შესაბამისი მითითება. იმ შემთხვევაში, თუ მომხსენებელი წარადგენს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტს, ეს პროექტი წერილობითი სახით ოქმს თან ერთვის;
ბ) „II. საკითხის შესახებ აზრი გამოთქვეს: (...)“: ამ ნაწილში გადმოცემული უნდა იყოს საკითხის გარშემო კამათში გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი;
გ) „III. პროცედურის შესახებ აზრი გამოთქვეს: (...)“: ეს ნაწილი ოქმში შეიტანება, თუ საკითხის განხილვის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა პროცედურულ გამოსვლებს. ოქმში გადმოცემული უნდა იყოს პროცედურულ საკითხზე გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი;
დ) „IV. პროცედურის შესახებ კენჭისყრა: (...)“: ეს ნაწილი ოქმში შეიტანება, თუ პროცედურულ საკითხზე ჩატარდა კენჭისყრა. ოქმში მითითებული უნდა იყოს კენჭისყრის სახე, კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა და კენჭისყრის შედეგები;
ე) „V. საკითხის შესახებ კენჭისყრა: (...)“: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება საკითხის შესახებ გამართული კენჭისყრის სახე (ღია, ფარული, სახელობითი, კენჭისყრა ბიულეტენების მეშვეობით), კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა (თუ კენჭისყრა სახელობითია – მონაწილეთა ვინაობაც) და კენჭისყრის შედეგები (საკითხის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, ხოლო თუ კენჭისყრა სახელობითია – მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ვინაობაც);
ვ) „VI. გადაწყვიტეს: (...)“: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება საკითხის თაობაზე სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს სამართლებრივი აქტის მიღებას მიღებული აქტის ტექსტი სრულად ერთვის ოქმს. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს საკითხის გადადებას, დღის წესრიგიდან მოხსნას ან თუ კენჭისყრის შედეგად სამართლებრივი აქტის პროექტი უარყოფილია, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. საკრებულოს სხდომის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი საკრებულოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ინახება საკრებულოს შესაბამისი სხდომის ოქმთან ერთად.
2. საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის კანონითა და ამ ტაბელით განსაზღვრული წესით შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. განმარტებით ბარათს ადგენს დადგენილების პროექტის ავტორი ან პროექტის ინიციატორი.
3. დადგენილების პროექტის ინიციირებისათვის აუცილებელია პროექტს თან დაერთოს განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) დადგენილების პროექტის ავტორი;
ბ) დადგენილების პროექტის ინიციატორი;
გ) დადგენილების მიღების მიზეზი – რა საკითხს ეხება, რომელი კანონის რა ნორმის შესასრულებლად მიიღება დადგენილება;
დ) დადგენილების ძირითადი მახასიათებლები – რაში მდგომარეობს მისაღები გადაწყვეტილების არსი და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება;
ე) აქტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება – გამოიწვევს თუ არა აქტის მიღება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ან შემოსავლების ცვლილებებს და როგორ დაიფარება დამატებითი ხარჯი ან როგორ იქნება გამოყენებული დამატებითი შემოსავალი;
ვ) ვინ იღებდა მონაწილეობას პროექტის შემუშავებაში, როგორ იქნა გათვალისწინებული მათი მოსაზრებები.
4. თუ დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა ლობისტი, აუცილებელია განმარტებით ბარათთან ერთად ნორმატიული აქტის პროექტს თან დაერთოს ლობისტის დასკვნა.
2. სამუშაოთა აღწერილობა მზადდება უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ და მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.
3. სამუშაოთა აღწერილობა შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი თანამდებობის და სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება, ხოლო ძირითად ნაწილში გადმოიცემა მოხელის რეგულარული კომპეტენციები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი და შრომითი ფუნქციები.
2. თანამდებობრივი ინსტრუქცია შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და თანამდებობის სრული დასახელება, მოხელის გვარი და სახელი, ხოლო ძირითად ნაწილში გადმოიცემა კონკრეტული ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში მოხელის ცალკეული თანამდებობრივი მოვალეობა და შრომითი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული განკარგულება.
2. დავალება (მითითება) უნდა შეესაბამებოდეს დავალების ადრესატი მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და კონკრეტული საქმისწარმოების პროცესში გაცემულ თანამდებობრივ ინსტრუქციას.
3. წერილობითი დავალება მზადდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და ეგზავნება დანიშნულებისამებრ კონკრეტულ მოხელეს. დავალება (მითითება) შეიძლება გაფორმდეს ცალკე დოკუმენტის, ხოლო თუ დავალება მოკლეა და ითვალისწინებს ადმინისტრაციული საქმისწარმოების სტანდარტულ პროცედურას – სარეზოლუციო ფურცლის ან საქმისწარმოების სხვა დოკუმენტზე წაწერილი რეზოლუციის სახით.
4. დავალება (მითითება) უნდა შედგებოდეს საკონსტატაციო და განკარგულებითი ნაწილებისაგან. საკონსტატაციო ნაწილში გადმოცემული უნდა იქნეს ადრესატის მიერ ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში ჩასატარებელ მოქმედებათა მიზნები და ამოცანები, ხოლო თუ დავალება გაიცემა სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად, აღინიშნება ამ აქტის დასახელება. განკარგულებითი ნაწილი უნდა დაიწყოს სიტყვებით: ,,გავალებთ“ ან ,,გთავაზობთ“, შემდეგ პუნქტების მიხედვით გადმოცემული უნდა იყოს ადრესატის მიერ განსახორციელებელ კონკრეტულ მოქმედებათა შინაარსი და შესრულების ვადები. განკარგულებითი ნაწილის ბოლო პუნქტში უნდა მიეთითოს იმ თანამდებობის პირის დასახელება, ვინც პასუხისმგებელია დავალების შესრულების კონტროლზე. დავალებას ან მითითებას ხელს აწერს დავალების გამცემი და დოკუმენტში აღინიშნება დავალების გაცემის თარიღი.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო გეგმების დამტკიცება შესაბამისად ფორმდება საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.
3. მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა არის ორგანიზაციული ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსახორიელებელი საქმიანობა და სამუშაოთა შესრულების ვადები.
4. მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმის შედგენის საფუძველია საკრებულოს და მერის ის სამართლებრივი აქტები, რომლებითაც განისაზღვრება მერიის სამუშაო გეგმა.
5. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეიმუშავებს ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს. სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმას შესაბამისი საგეგმო პერიოდის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს და საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესით მასში ცვლილებები შეაქვს სტრუქტურული ერთეულის ზემდგომ ხელმძღვანელ თანამდებობის პირს.
6. სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება და საგეგმო პერიოდი. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები;
ბ) ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (მერის ან საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიხედვით კონკრეტული დავალების დასახელება);
გ) ყოველი სამუშაოს შესრულების ვადა;
დ) დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი;
ე) თუ სამუშაოს შესრულება გულისხმობს საფინანსო სახსრების მიღება-გამოყენებას – შესაბამისი სახსრების მოცულობა.
2. მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმის შედგენის საფუძველია შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ყოველთვიური სამუშაო გეგმა და მოხელის სამუშაოთა აღწერილობა.
3. მუნიციპალიტეტის მოხელის ყოველთვიურ სამუშაო გეგმას შეიმუშავებს თავად მოხელე და ყოველი მომდევნო თვის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებები შეაქვს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს.
4. მოხელის სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება მოხელის თანამდებობის სრული დასახელება. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები;
ბ) ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა ან უშუალო ხელმძღვანელის დავალება);
გ) ყოველი სამუშაოს შესრულების ვადა.
2. მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში უნდა გაფორმდეს მერის ბრძანების სახით.
2. ყოველი ზემდგომი სტრუქტურული ერთეულის ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს ამ ერთეულში შემავალი ქვედანაყოფებისა და მოხელეების ანგარიშებს.
3. მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ერთი კვირის ვადაში ზემდგომ თანამდებობის პირს წარუდგინოს საანგარიშგებო პერიოდში შესრულებული საქმიანობის ანგარიში.
4. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
5. ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება და საანგარიშგებო პერიოდი. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაო გეგმა, ზემდგომი თანამდებობის პირის (ორგანოს) დავალება), დასაბუთება და მიეთითება, მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელისშემშლელ მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთება.
6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს ძირითად ნაწილში ჩამოთვლილ ქმედებათა (შესრულებული სამუშაოს, გაწეული ხარჯის) დამადასტურებელი დოკუმენტები. დანართების თაობაზე მითითება, შესაბამისად, უნდა გაკეთდეს ძირითადი ნაწილის სათანადო პუნქტში.
2. მოხელე ვალდებულია არაუგვიანეს მომდევნო თვის პირველი პარასკევისა მოამზადოს და ხელმძღვანელ თანამდებობის პირს წარუდგინოს წინა თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში. ყოველთვიური ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს მოხელის სამუშაოთა აღწერილობას.
3. თუ ანგარიში უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების მიღება-გამოყენებასთან დაკავშირებულ დავალებას (საფინანსო ანგარიში), მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა.
4. ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება ვისია, ვის წარედგინება და რას შეეხება (მაგ., ყოველთვიური საქმიანობის ან კონკრეტული დავალების) ანგარიში. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაოთა აღწერილობა, დავალება), დასაბუთება და მიეთითება, მიღწეულია თუა არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელისშემშლელ მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთება.
5. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს ძირითად ნაწილში ჩამოთვლილ ქმედებათა (შესრულებული სამუშაოს, გაწეული ხარჯის) დამადასტურებელი დოკუმენტები. დანართების თაობაზე მითითება, შესაბამისად, უნდა გაკეთდეს ძირითადი ნაწილის სათანადო პუნქტში.
2. განცხადების ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება განცხადების შედგენის საფუძველი (ფაქტობრივი გარემოება ან ქმედება) და განცხადების ადრესატი (კონკრეტული პირი, პირთა წრე ან საჯარო განცხადება), ძირითად ნაწილში გადმოიცემა მოთხოვნა ან თხოვნა, რომელიც შეეხება წარმოშობილ უფლებას ან ვალდებულებას.
2. წერილის ტექსტი შედგება შესავლისა და საკონსტატაციო ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება წერილის შედგენის საფუძველი და ადრესატი, ხოლო საკონსტატაციო ნაწილში გადმოიცემა მოთხოვნილი ან ადრესატისათვის საჭირო ინფორმაცია ადმინისტრაციული წარმოების საქმეზე.
2. ცნობა შედგება შესავლისა და საკონსტატაციო ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება, ვის და რა მიზნით ეძლევა ცნობა, ხოლო საკონსტატაციო ნაწილში ამომწურავად უნდა იქნეს მოყვანილი ცნობით დადასტურებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი ან საქმის ფაქტობრივი გარემოება.
2. მუნიციპალიტეტის სახელით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მე-5 თავით დადგენილი ნორმები და ხელშეკრულებათა შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.
3. კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მუნიციპალიტეტის ორგანოები მოქმედებენ როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტები.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის წესს, შესაბამის უფლებამოსილ თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების ძირითადი რეკვიზიტებია:
ა) დოკუმენტის ავტორი, დაწესებულების დასახელება;
ბ) დოკუმეტის ავტორი, დაწესებულების მისამართი;
გ) დოკუმეტის დასახელება (მიეთითება ამ დადგენილებით განსაზღვრული უნიფიცირებული ფორმის სახელწოდება);
დ) დოკუმენტის ტექსტის სათაური;
ე) თარიღი;
ვ) ინდექსი;
ზ) ვიზები;
თ) ხელმოწერა;
ი) აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ.
3. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების დამატებითი რეკვიზიტებია:
ა) დოკუმენტის ავტორი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელება;
ბ) რეზოლუცია;
გ) დამტკიცების გრიფი;
დ) ბეჭედი;
ე) მუნიციპალიტეტის გერბი;
ვ) ადრესატი;
ზ) აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ;
თ) დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი.
3. საქმისწარმოების დოკუმენტებზე ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტების დატანის წესი განისაზღვრება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით, აგრეთვე ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციით“ .
2. საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები დოკუმენტების სახეების მიხედვით დგება ელექტრონული ვერსიების სახით. ბლანკების ელექტრონული ვერსიები ინახება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ადგილობრივი სამსახურების და ტერიტორიული მართვის ორგანოების მონაცემთა ბაზებში. ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ბლანკების გამოყენების წესები განისაზღვრება „აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციით“.
3. ბლანკზე არსებული და ხელით დატანილი რეკვიზიტების გარდა დოკუმენტზე გამოყენებული რეკვიზიტებისათვის შესაძლებელია ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტებისათვის გამოყენებულ იქნეს შტამპები. შტამპის სახით არსებული რეკვიზიტები განისაზღვრება ამ დებულებით.
ა) ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“;
ბ) ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“;
გ) დამატებითი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი სტრუქტურული ერთეულის დასახელება“.
2. ძირითადი რეკვიზიტები „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“ და „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“ დაიტანება მხოლოდ გაგზავნილ დოკუმენტებზე. დამატებითი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი სტრუქტურული ერთეულის დასახელება“ დაიტანება მხოლოდ შიდა მოხმარების დოკუმენტებზე.
3. ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“ საქმისწარმოების დოკუმენტებზე (ბლანკებზე) დაიტანება მუნიციპალიტეტის გერბის 2 ინტერვალით ქვემოთ №16 შრიფტით შესრულებული წარწერის: ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერია (ან საკრებულო)“ სახით. ამ რეკვიზიტის 1 ინტერვალით ქვემოთ დაიტანება გამყოფი ზოლი.
4. ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“ დაიტანება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გამყოფი ზოლის 1 ინტერვალით ქვემოთ №12 შრიფტით შესრულებული წარწერის: „აბაშა, (...) ქუჩა №(...), ტელ: (...), ფაქსი: (...), ელ.ფოსტა: (...)“.
5. დამატებითი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი სტრუქტურული ერთეულის დასახელება“ დაიტანება შიდა მოხმარების დოკუმენტებზე ფურცლის თავში და №14 შრიფტით შესრულებული წარწერის სახით, რომელიც აღნიშნავს სტრუქტურული ერთეულის სრულ დასახელებას.
2. რეკვიზიტი „დოკუმენტის დასახელება“ დაიტანება მისამართის 2 ინტერვალით ქვემოთ №16 გამუქებული მთავრული შრიფტით შესრულებული წარწერის სახით.
2. დოკუმენტის თარიღად გარდა ოქმებისა, მიეთითება დოკუმენტის ხელმოწერის (დამტკიცების) თარიღი. ოქმების შემთხვევაში მიეთითება მოქმედების შესრულების თარიღი.
3. თარიღი აღინიშნება ციფრობრივ-სიტყვიერი ფორმით ერთ ხაზში (მაგ:. 3 აგვისტო 2017 წელი).
2. ინდექსი შედგება რიგითი სარეგისტრაციო ნომრისა და საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით მინიჭებული ნომრისაგან. მითითება საპასუხო დოკუმენტზე აიღება შემოსული საინიციატივო წერილისაგან და ფორმდება შემდეგი სახით: „პასუხად 08. 07. 05. №12/01-02-ზე“.
3. რეკვიზიტი ,,ინდექსი“ განთავსდება რეკვიზიტ ,,თარიღის“ გასწვრივ ფურცლის მარცხენა მხარეს.
2. სათაური წარმოადგენს დოკუმენტის შინაარსის მოკლე გადმოცემას და უნდა უთანხმდებოდეს დოკუმენტის სახელწოდებას.
3. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ტექსტის სათაური“ განთავსდება რეკვიზიტების ,,თარიღის“ და ,,ინდექსის“ 2 ინტერვალით ქვემოთ ფურცლის ცენტრალურ ადგილას.
2. რეკვიზიტი „ვიზა“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე დაიტანება 4X6 ზომის ვიზირების შტამპის სახით რეკვიზიტ „ხელმოწერის“ ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კუთხეში. ელექტრონულ დოკუმენტებზე ვიზირება ხორციელდება საოფისე პროგრამის მეშვეობით.
3. ვიზების მიცემაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და შტამპების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით და „მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების“ ინსტრუქციით.
4. ვიზირების შტამპზე ამოიტვიფრება შემდეგი მონაცემები:
ა) წარწერა „ვეთანხმები“;
ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,(..) (..............) (....) წ.“
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია.
5. თუ ვიზის მიმცემს აქვს შენიშვნები ან დამატებები დოკუმენტის პროექტზე, იგი ფორმდება ცალკე ფურცელზე, რომელიც დაერთვის ძირითად დოკუმენტს.
2. რეკვიზიტი „ხელმოწერა“ შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) თანამდებობის დასახელება;
ბ) პირადი ხელმოწერა (შესაძლებელია ფაქსიმილიის შტამპის გამოყენება);
გ) ხელმოწერის გაშიფვრა (სახელი და გვარი).
3. თანამდებობა მიეთითება სრულად, თუ ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტი ბლანკზე არ სრულდება, ხოლო ბლანკზე შესრულებულ დოკუმენტებზე გამოიყენება თანამდებობის შემოკლებული დასახელება.
4. ელექტრონულ დოკუმენტებზე რეკვიზიტი „ხელმოწერა“ გამოიყენება ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის სახით.
2. რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ“ დოკუმენტზე დაიტანება 3X5 ზომის შტამპის სახით. შტამპზე ამოიტვიფრება:
ა) წარწერა „საქმეში“
ბ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,(..) (..............) (....) წ.“;
გ) საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია.
3. დოკუმენტის საქმეში მოთავსების შტამპი დაიტანება დოკუმენტის პირველი გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში.
4. შესრულებული ელექტრონული დოკუმენტების შენახვა და არქივირება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით.
2. ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე რეზოლუცია ხელნაწერის სახით დაიტანება დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში ან რეზოლუციის ფურცლის სახით დაერთვის ძირითად დოკუმენტს. რეზოლუცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) დოკუმეტის შემსრულებლის სახელი და გვარი;
ბ) დავალების შინაარსი (თუ დავალება სტანდარტულ პროცედურას გულისხმობს, კეთდება წარწერა ,,შესასრულებლად“);
გ) დავალების შესრულების ვადა;
დ) ხელმძღვანელის პირადი ხელმოწერა და თარიღი.
3. ელექტრონულ დოკუმენტებზე რეკვიზიტი ,,რეზოლუცია“ სრულდება საოფისე პროგრამის მეშვეობით.
2. რეკვიზიტი „დამტკიცების გრიფი“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტზე დაიტანება 3X5 ზომის შტამპის სახით. შტამპზე ამოიტვიფრება:
ა) წარწერა „ვამტკიცებ“;
ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,(..) (..............) (....) წ.“;
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია.
3. დამტკიცების გრიფის გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და შტამპების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით და „მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით.
4. დამტკიცების გრიფის შტამპი დაიტანება დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში.
5. ელექტრონული დოკუმენტების დამტკიცება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით.
ა) სამართლებრივ აქტებზე;
ბ) სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე);
გ) საფინანსო დოკუმენტაციაზე;
დ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე;
ე) ოქმებზე;
ვ) ცნობებზე.
2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბეჭედი;
გ) მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედი;
დ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ბეჭედი;
ე) სტრუქტირული ერთეულის ბეჭედი.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო“.
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე“;
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
5. მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერი“;
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
6. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო წარწერა: „აბაშის მუნიციპალიტეტის (...) ადმინისტრაციულ ერთეულში (ქალაქში, სოფელში) მერის წარმომადგენელი“;
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
7. ბეჭდების გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ადგილობრივი სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით.
8. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი.
9. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა.
ა) სამართლებრივი აქტების ბლანკებზე;
ბ) წერილების ბლანკებზე;
გ) ცნობების ბლანკებზე;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერისა და მერის წარმომადგენლის ბეჭდებზე.
2. მუნიციპალიტეტის გერბი დოკუმენტების ბლანკებზე დაიტანება ფურცლის ზედა ცენტრალურ ადგილზე. გერბის ზემოთ რაიმე წარწერის ან სიმბოლოს დატანა დაუშვებელია.
3. საქმისწარმოების დოკუმენტებზე და ბეჭდებზე გამოყენებული გერბი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების თაობაზე” საკრებულოს დადგენილებაში მოცემულ გერბის აღწერილობას.
ა) თუ ადრესატი ფიზიკური პირია:
ა.ა) ადრესატის გვარსა და სახელს;
ა.ბ) ფიზიკური პირის რეგისტრაციის მიხედვით ადრესატის მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №)
ბ) თუ ადრესატი საჯარო დაწესებულება ან იურიდიული პირია:
ბ.ა) დაწესებულების (იურიდიული პირის) სრულ დასახელებას სახელობით ბრუნვაში;
ბ.ბ) ადრესატის თანამდებობას, სახელსა და გვარს მიცემით ბრუნვაში;
ბ.გ) დაწესებულების (იურიდიული პირის) მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის).
2. დოკუმენტის რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას მითითება „ასლი“ არ გამოიყენება. რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას ხელმოწერილ უნდა იქნეს ყველა ეგზემპლარი.
3. რეკვიზიტი ,,ადრესატი“ განთავსდება დოკუმენტის მარჯვენა ზედა მხარეს.
2. რეკვიზიტი „აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“ 3X5 ზომის შტამპის სახით დაიტანება შემოსული დოკუმენტის პირველი ფურცლის მარჯვენა ქვედა კუთხეში.
3. დოკუმენტის შემოსვლის შტამპზე ამოიტვიფრება:
ა) დოკუმენტის ადრესატის (საკრებულო, მერია) დასახელება;
ბ) წარწერა: ,,(..) (..............) (....) წ“;
გ) წარწერა „№(...)“.
4. შტამპის დატანის შემდგომ შემოსული დოკუმენტის რეგისტრატორის მიერ ხელით ივსება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შტამპის წარწერები, შესაბაბისად, მიეთითება დოკუმენტის შემოსვლის თარიღი და შემოსული დოკუმენტისათვის მინიჭებული ინდექსი.
2. რეკვიზიტი „დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ საიდუმლო ან კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაიტანება 3X4 ზომის შტამპის სახით. შტამპს დოკუმენტზე დაიტანს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი – საკრებულოს აპარატის ან მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსი. გასაიდუმლოების შტამპზე ამოტვიფრულია წარწერა „საიდუმლოდ“.
3. გასაიდუმლოების შტამპი დაიტანება დოკუმენტის პირველი გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში.