მუნიციპალიტეტის საკრებულოს და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები – საკრებულოს განკარგულება, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება და მერის, მერიის თანამდებობის პირთა – ბრძანება წარმოადგენს კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) შესასრულებლად სავალდებულო აქტებს, რომლებიც აწესებენ, ცვლიან, წყვეტენ ან ადასტურებენ პირთა შეზღუდული წრის უფლება-მოვალეობებს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) საქართველოს კანონმდებლობის ან საკრებულოს დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად