1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების რეკვიზიტებია:
ა) სახელმწიფო გერბი;
ბ) მუნიციპალიტეტის გერბი;
გ) აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს შესაბამისად საკრებულოს განკარგულებას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას ან მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანებას);
დ) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის სათაური;
ე) აქტის მიღების ადგილი და თარიღი;
ვ) საკრებულოს ან შესაბამისად მერიის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართები;
ზ) აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული;
თ) აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (მისამართის მითითებით), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება;
ი) უფლებამოსილი თანამდებობის პირის – საკრებულოს თავმჯდომარის ან შესაბამისად მერის, მერიის თანამდებობის პირთა (შესაბამისად უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელის) ხელმოწერა;
კ) საკრებულოს აპარატის ან შესაბამისად მერიის აპარატის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
კ) საკრებულოს ან შესაბამისად მერის ბეჭედი.
2. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ფერადი პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა რეკვიზიტი დაიტანება აქტის საბოლოო გაფორმებისას.
3. მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების პროექტის, საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯომარის ბრძანების და შესაბამისად მიღებული (გამოცემული) აქტის ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.
4. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტი ბლანკზე არ ფორმდება. აქტის პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი – „პროექტი“, საკრებულოს ან შესაბამისად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:
ა) სახელმწიფო გერბისა;
ბ) მუნიციპალიტეტის გერბისა;
გ) საკრებულოს ბეჭდისა;
დ) აქტის სარეგისტაციო ნომრისა