1. საკრებულოს დადგენილების, განკარგულებისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების რეკვიზიტებია:
ა) მცირე სახელმწიფო გერბი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) აქტის გამომცემი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო; საკრებულოს თავმჯდომარე);
გ) აქტის სახე (მიეთითება, რომ აქტი არის დადგენილება, განკარგულება ან/და ბრძანება);
დ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, მიღების თარიღი და მიღების ადგილი;
ე) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური;
ვ) აქტის შინაარსი;
ზ) აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული;
თ) აქტის (განკარგულება, ბრძანება) გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (მისამართის მითითებით), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება;
ი) საკრებულოს თავმჯდომარის ან/და მისი მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერა;
კ) საკრებულოს ბეჭედი.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დაიტანება ფერადი პრინტერით ან/და სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე, ამ ტაბელის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტებით. ყველა სხვა რეკვიზიტი დაიტანება აქტის საბოლოო გაფორმებისას.
3. საკრებულოს განკარგულების და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.
4. საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები ბლანკზე არ ფორმდება. აქტის პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი-„პროექტი“, საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, საკრებულოს თანამდებობის პირების(კომისიის თავმჯდომარის) და საკრებულოს იურისტის ვიზები, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:
ა) მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის გერბებისა;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის ან/და მისი მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერისა;
გ) საკრებულოს ბეჭდისა;
დ) აქტის სარეგისტრაციო ნომრისა