1. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების მიერ საქმისწარმოებაში ამ ტაბელის II თავით დადგენილი დოკუმენტების გარდა სხვა სახის დოკუმენტების შედგენა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ორგანოების ურთიერთობებისას.
2. საკრებულოს საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან დაიცვან ტაბელის მოთხოვნები. ტაბელით დადგენილი დოკუმენტირების სტანდარტების დარღვევისათვის მოხელეს დაეკისრება კანონით განსაზღვრული დისციპლინური პასუხიმგებლობა