1. სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) არის საორგანიზაციო ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც კანონმდებლობით და საკრებულოს აპარატის დებულების საფუძველზე განისაზღვრება საკრებულოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული  საკრებულოს აპარატის მოხელის საქმიანობის სფერო, სამსახურეობრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.

2. საკრებულოს აპარატის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობას (თანამდებობრივ ინსტრუქციებს) განსაზღვრავს საკრებულოს აპარატის უფროსი და მისი წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

3. სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი თანამდებობის სრული დასახელება, ხოლო ძირითად ნაწილში გამოიცემა მოხელის რეგულარული კომპეტენციები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები და შრომითი ფუნქციებ