1.
სამუშაოთა აღწერილობა წარმოადგენს საორგანიზაციო ხასიათის დოკუმენტს, რომლითაც კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების საფუძველზე განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს, საკრებულოს აპარატის) მოხელის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი და შრომითი საქმიანობისას შესასრულებელი ფუნქციები.
2.
თანამდებობრივი აღწერილობა მზადდება და მტკიცდება საკრებულოს რეგლამენტით ან გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, გამგეობის ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელთა, აგრეთვე გამგეობის რწმუნებულთა სამსახურებრივი აღწერილობანი მტკიცდება უფლებამოსილ თანამდებობის პირთა – საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.
3.
სამუშაოთა აღწერილობა შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მოცემული უნდა იყოს შესაბამისი თანამდებობის და სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება, ძირითად ნაწილში გადმოიცემა მოხელის რეგულარული კომპეტენციები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი და შრომითი ფუნქციები