1.
თანამდებობრივი ინსტრუქცია წარმოადგენს საორგანიზაციო-განკარგულებითი ხასიათის დოკუმენტს, რომლითაც, მოხელის სამუშაოთა აღწერილობიდან გამომდინარე, განისაზღვრება ადმინისტრაციულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მისი ცალკეული თანამდებობრივი მოვალეობანი და შრომითი ფუნქციების განხორციელების მარეგულირებელი განკარგულებანი.
2.
თანამდებობრივი ინსტრუქცია შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მოცემული უნდა იყოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და თანამდებობის სრული დასახელება, მოხელის გვარი და სახელი,  ძირითად ნაწილში გადმოიცემა კონკრეტული ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში მოხელის  ცალკეული თანამდებობრივი მოვალეობა და შრომითი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული განკარგულება