1.
მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება) წარმოადგენს განკარგულებითი ხასიათის დოკუმენტს, რომელიც შეეხება სამართლებრივი აქტის აღსრულებას, სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასთან, აგრეთვე ადმინისტრაციული საქმის წარმოების სხვა პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებით.
2.
დავალება (მითითება) უნდა შეესაბამებოდეს დავალების ადრესატი მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და კონკრეტული საქმის წარმოების პროცესში გაცემულ თანამდებობრივ ინსტრუქციას.
3.
წერილობითი დავალება მზადდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და ეგზავნება დანიშნულებისამებრ კონკრეტულ მოხელეს. დავალება (მითითება) შეიძლება გაფორმდეს ცალკე დოკუმენტის, ხოლო თუ დავალება მოკლეა და ითვალისწინებს ადმინისტრაციული საქმისწარმოების სტანდარტულ პროცედურას – სარეზოლუციო ფურცლის ან საქმისწარმოების სხვა დოკუმენტზე წაწერილი რეზოლუციის სახით.
4.
დავალება (მითითება) უნდა შედგებოდეს საკონსტანტაციო და განკარგულებითი ნაწილებისაგან. საკონსტანტაციო ნაწილში გადმოცემული უნდა იქნეს ადრესატის მიერ ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში ჩასატარებელ მოქმედებათა მიზნები და ამოცანები, ხოლო თუ დავალება გაიცემა სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად, აღინიშნება ამ აქტის დასახელება. განკარგულებითი ნაწილი უნდა დაიწყოს სიტყვებით: ,,გავალებთ“ ან ,,გთავაზობთ“, შემდეგ პუნქტების მიხედვით გადმოცემული უნდა იქნეს ადრესატის მიერ განსახორციელებელ კონკრეტულ მოქმედებათა შინაარსი და შესრულების ვადები. განკარგულებითი ნაწილის ბოლო პუნქტში უნდა მიეთითოს იმ თანამდებობის პირის დასახელება, ვინც პასუხისმგებელია დავალების შესრულების კონტროლზე. დავალებას ან მითითებას ხელს აწერს დავალების გამცემი და დოკუმენტში აღინიშნება დავალების გაცემის თარიღი
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 27.09.2013
მუხლი 22. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 13. გამგეობის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 21. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 8. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 21. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 21. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 8. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ბლანკები
- მუხლი 17. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
- მუხლი 19. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 20. მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა
- მუხლი 21. მუნიციპალიტეტის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია
- მუხლი 23. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (ადგილობრივი სამსახურის, ტერიტორიული ორგანოს, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანა
- მუხლი 24. მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა
- მუხლი 26. მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის (საკრებულოს აპარატის, ადგილობრივი სამსახურის, ტერიტორიული ორგანოს, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის) ანგარიში
- მუხლი 27. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის მოხელის ანგარიში
- მუხლი 28. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის მოხელის, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის) განცხადება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 22, №27, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2030777/muxli-22/