1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ამობეჭდილი ვერსიის პირველი ფურცელი ფორმდება შესაბამისი აქტის A4 ფორმატის ფერად პრინტერზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო გამგებლის ბრძანების ბლანკი – გამგეობის აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში. ქაღალდზე ამობეჭდილი დანომრილი ბლანკები ინახება საკრებულოს აპარატის  (შესაბამისად გამგეობის აპარატის) უფროსთან.
2.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ბლანკზე დაიტანება შესაბამისი აქტის შემდეგი რეკვიზიტები:
ა)
მცირე სახელმწიფო გერბი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფერადი გერბი (დაიტანება „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით);
ბ)
№16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო“ (შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა“) (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბისა და მუნიციპალიტეტის გერბის შუაში);
გ)
№14 შრიფტით შესრულებული წარწერა „განკარგულება №“ (შესაბამისად – საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება №“ ან „გამგებლის ბრძანება №“) (დაიტანება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ან „თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობა“ წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);
დ)
№14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს აქტის მიღების (გამოცემის) თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი,  თვე, წელიწადი. თარიღი დაიტანება წარწერის „განკარგულება №“ (შესაბამისად „საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება №“ ან „გამგებლის ბრძანება №“) 2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში; აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად მიიჩნევა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ აქტის ხელმოწერის თარიღი:
ე)
№14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ქალაქი თეთრიწყარო“ (დაიტანება განკარგულების/ ბრძანების მიღების თარიღის აღმნიშვნელი წარწერის 1 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში)