1.
საკრებულოს დადგენილების ამობეჭდილი ვერსიის პირველი ფურცელი ფორმდება საკრებულოს დადგენილების A4 ფორმატის ფერად პრინტერზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში. სტამბური წესით შესრულებული, დანომრილი ბლანკები ინახება საკრებულოს აპარატის უფროსთან.
2.
საკრებულოს დადგენილების ბლანკზე დაიტანება საკრებულოს დადგენილების შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები:
ა)
მცირე სახელმწიფო გერბი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფერადი გერბი (დაიტანება „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №363 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით);
ბ)
№16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბსა და მუნიციპალიტეტის გერბს შუაში, გერბებიდან 1 ინტერვალით ქვემოთ);
გ)
№14 შრიფტით შესრულებული წარწერა „დადგენილება №“ (დაიტანება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო“ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ).
დ)
№14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დადგენილების მიღების თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე, წელიწადი, თარიღი დაიტანება წარწერის „დადგენილება №“-ს, 2 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში).
ე)
№14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ქალაქი თეთრიწყარო“ (დაიტანება დადგენილების მიღების თარიღის აღმნიშვნელი წარწერის 1 ინტერვალით ქვემოთ, შუა ნაწილში)
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 27.09.2013
მუხლი 11. საკრებულოს დადგენილების ბლანკი
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. ტაბელის მოთხოვნათა დაცვა
- მუხლი 6. ტერიტორიულ ორგანოებში მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტები
- მუხლი 7. სამართლებრივი აქტები და საქმისწარმოების დოკუმენტები
- მუხლი 8. საკრებულოს დადგენილება
- მუხლი 9. საკრებულოს დადგენილების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ცვლილებების შეტანის, ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 10. საკრებულოს დადგენილების და დადგენილების პროექტის რეკვიზიტები
- მუხლი 12. დადგენილების ტექსტის სტანდარტები
- მუხლი 13. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
- მუხლი 14. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ცვლილებების შეტანის, ბათ
- მუხლი 15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების რეკვიზიტები
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ბლანკები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 11, №27, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2030777/muxli-11/