1. საკრებულოს დადგენილების ამობეჭდილი ვერსიის პირველი ფურცელი ფორმდება საკრებულოს დადგენილების A4 ფორმატის ფერად პრინტერზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში. ქაღალდზე ამობეჭდილი დანომრილი ბლანკები ინახება საკრებულოს აპარატის უფროსის სეიფში. ბლანკები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. ბლანკის ნომერი დაიტანება ქაღალდის უკანა მხარეს, ქვედა მარჯვენა კუთხეში. ბლანკის ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ვერსიების გამოყენების წესები დადგენილია ,,მუნიციპალიტეტის ორგანოების ინსტრუქციის შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. საკრებულოს დადგენილების ბლანკზე დაიტანება საკრებულოს დადგენილების შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები:
ა) მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში (დაიტანება დამკვირვებლის პოზიციიდან ფურცლის ზედა მარცხენა კუთხეში, გერბის ზემოთ რაიმე სიმბოლოს დატანა დაუშვებელია);
ბ) მუნიციპალიტეტის ფერადი გერბი (დაიტანება დამკვირვებლის პოზიციიდან ფურცლის ზედა მარჯვენა კუთხეში;);
გ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ქალაქი ცაგერი“ (დაიტანება გერბის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კიდეზე);
დ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დადგენილების მიღების თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით - რიცხვი, თვე და წელიწადი (მაგ. 04.11.2008 წ.; თარიღი დაიტანება წარწერის ,,ქალაქი ცაგერი” გასწვრივ, ფურცლის მარჯვენა კიდეზე). დადგენილების მიღების თარიღად მიიჩნევა საკრებულოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის) მიერ დადგენილების ხელმოწერის თარიღი;
ე) №10 შრიფტით შესრულებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს საკრებულოს მისამართს, ტელეფონის ნომერს, ვებ-გვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართებს (დაიტანება წარწერის ,,ქალაქი ცაგერი” და თარიღის აღმნიშვნელი ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარჯვენა კიდეზე);
ვ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №(...)” (დაიტანება საკრებულოს მისამართის, ტელეფონის ნომრის, ვებ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების აღმნიშვნელი წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის ცენტრალურ ადგილას