1. საკრებულოს დადგენილების რეკვიზიტებია:

ა) მცირე სახელმწიფო გერბი;

ბ) მუნიციპალიტეტის გერბი;

გ) აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს საკრებულოს დადგენილებას);

დ) საკრებულოს დადგენილების სათაური;

ე) დადგენილების მიღების ადგილი და თარიღი;

ვ) საკრებულოს მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართები;

ზ) თუ დადგენილებაში შეტანილია ცვლილება, ცვლილების მიღების თარიღი;

თ) დადგენილების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ დადგენილება განსაზღვრული ვადითაა მიღებული;

ი) საკრებულოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის) ხელმოწერა;

კ) საკრებულოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;

ლ) სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი (დაიტანება დადგენილების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ);

მ) საკრებულოს ბეჭედი.

2. საკრებულოს დადგენილების ფერადი პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა სავალდებულო რეკვიზიტი დაიტანება დადგენილების საბოლოო გაფორმებისას.

3. საკრებულოს დადგენილების პროექტის და საკრებულოს მიერ მიღებული დადგენინილების ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.

4. საკრებულოს დადგენილების პროექტი დადგენილების ბლანკზე არ ფორმდება. დადგენილების პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი - ,,პროექტი”, საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე დადგენილებისათვის განსაზღვრული ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:

ა) მცირე სახელმწიფო გერბისა და მუნიციპალიტეტის გერბისა;

ბ) საკრებულოს ბეჭდისა;

გ) სარეგისტაციო ნომრისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდისა