მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებაში გამოიყენება შემდეგი სახის დოკუმენტები:

1. სამართლებრივი აქტები:

ა) ნორმატიული აქტი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება;

ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება;

გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;

დ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება.

2. საქმისწარმოების დოკუმენტები:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმი;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი;

ე) მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა;

ვ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია;

ზ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს  თანამდებობის პირის დავალება (მითითება);

თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (ადგილობრივი სამსახურის, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის) სამუშაო გეგმები;

ი) მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა;

კ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში;

ლ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის ანგარიში;

მ) მუნიციპალიტეტის მოხელის ანგარიში;

ნ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის), საჯარო მოსამსახურის განცხადება;

ო) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის) წერილი;

პ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის) ცნობა;

ჟ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება;

რ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ს) მუნიციპალიტეტის საფინანსო დოკუმენტაცია.
თავი III
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება და მისი გაფორმების სტანდარტებ