1. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების მიერ საქმისწარმოებაში ამ ტაბელის II თავით დადგენილი დოკუმენტების გარდა სხვა სახის დოკუმენტების შედგენა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ორგანოების ურთიერთობებისას.
2. მუნიციპალიტეტის მოხელეები ვალდებულნი არიან დაიცვან ტაბელის მოთხოვნები. ტაბელით დადგენილი დოკუმენტირების სტანდარტების დარღვევისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს დაეკისრება კანონით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობა