1. მერიის თანამდებობის პირის ბრძანების ამობეჭდილი ვერსიის პირველი ფურცელი ფორმდება შესაბამისი აქტის A4 ფორმატის პრინტერზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. მერიის თანამდებობის პირის ბრძანების ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დაცულ მონაცემთა ბაზაში.
2. ქაღალდზე ამობეჭდილი დანომრილი ბლანკები ინახება ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სეიფში. ბლანკები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. ბლანკის ნომერი დაიტანება ქაღალდის უკანა მხარეს, ქვედა მარჯვენა კუთხეში. ბლანკის ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ვერსიების გამოყენების წესები დადგენილია „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
3. მერიის თანამდებობის პირის ბრძანების ბლანკზე დაიტანება შესაბამისი აქტის შემდეგი რეკვიზიტები:
ა) მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ფერადი გერბები (მცირე სახელმწიფო გერბი დაიტანება მაყურებლიდან მარცხენა მხარის ზედა კუთხეში, მუნიციპალიტეტის გერბი დაიტანება მაყურებლიდან მარჯვენა მხარის ზედა კუთხეში. გერბების ზემოთ რაიმე სიმბოლოს დატანა დაუშვებელია);
ბ) №18 შრიფტით შესრულებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილ მერიის თანამდებობის პირს (დაიტანება მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ფერადი გერბების შუაში);
გ) №10 შრიფტით შესრულებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს მერიის თანამდებობის პირის (სამსახურის ) მისამართს, ტელეფონის ნომერს, ვებ-გვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართებს (დაიტანება მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ფერადი გერბების ქვემოთ 2 ჰორიზონტალურ ხაზს შორის);
დ) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ქალაქი ოზურგეთი” (დაიტანება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნტში აღნიშნულ ჰორიზონტალური ხაზის 1 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კიდეზე);
ე) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს აქტის მიღების (გამოცემის) თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე და წელიწადი (მაგ. 14 აგვისტო 2014 წ.). თარიღი დაიტანება წარწერის ,,ქალაქი ოზურგეთი” გასწვრივ, ფურცლის მარჯვენა კიდეზე. აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად მიიჩნევა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ აქტის ხელმოწერის თარიღი;
ვ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ბრძანება №” დაიტანება ამ პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტში მითითებული წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის ცენტრალურ ადგილა