1. მერიისა და მერიის სტრუქტურული ერთეულის  სამუშაო გეგმის შედგენის წესი განისაზღვრება მერიის დებულებით.

2. მერიისა და მერიის სტრუქტურული ერთეულის  სამუშაო გეგმა არის ორგანიზაციული ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორიელებელი საქმიანობა და სამუშაოთა შესრულების ვადები.

3. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. მერიის დასაგეგმი პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მერიის სამსახურის დასაგეგმი პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი.

4. მერიის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.

5. მერიის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მერიის სამუშაო გეგმას და მერის დავალებებს. სამსახურის ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც შეიმუშავებს  სამსახურის ხელმძღვანელი და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.

6. სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება მერიის, სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება და საგეგმო პერიოდი. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები;

ბ) ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიხედვით კონკრეტული დავალების დასახელება);

გ) ყოველი სამუშაოს შესრულების ვადა;

დ) დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი;

ე) თუ სამუშაოს შესრულება გულისხმობს საფინანსო სახსრების მიღება-გამოყენებას – შესაბამისი სახსრების მოცულობ