1. მერიის მოხელის სამუშაო გეგმა არის საორგანიზაციო ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება მოხელის მიერ ერთი თვის პერიოდში განსახორიელებელი საქმიანობა და სამუშაოთა შესრულების ვადები.

2. მერიის მოხელის სამუშაო გეგმის შედგენის საფუძველია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) ყოველთვიური სამუშაო გეგმა, მოხელის სამუშაოთა აღწერილობა და სამსახურის უფროსის დავალებები.

3. მერიის მოხელის ყოველთვიურ სამუშაო გეგმას შეიმუშავებს თავად მოხელე და ყოველი მომდევნო თვის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს ამტკიცებს შესაბამისი  სამსახურის უფროსი.

4. მოხელის სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება მოხელის თანამდებობის სრული დასახელება. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები;

ბ) ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა ან უშუალო ხელმძღვანელის დავალება);

გ) ყოველი სამუშაოს შესრულების ვად