1.
მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც ერთი თვის პერიოდში განისაზღვრება მოხელის მიერ განსახორიელებელი საქმიანობა და სამუშაოთა შესრულების ვადები.
2.
მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმის შედგენის საფუძველია შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ყოველთვიური სამუშაო გეგმა და მოხელის სამუშაოთა აღწერილობა.
3.
მუნიციპალიტეტის მოხელის ყოველთვიურ სამუშაო გეგმას შეიმუშავებს თავად მოხელე და ყოველი მომდევნო თვის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებები შეაქვს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს.
4.
მოხელის სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება მოხელის თანამდებობის სრული დასახელება. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა)
რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები;
ბ)
ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა ან უშუალო ხელმძღვანელის დავალება);
გ)
ყოველი სამუშაოს შესრულების ვადა
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 27.09.2013
მუხლი 24. მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
- მუხლი 19. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 20. მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა
- მუხლი 21. მუნიციპალიტეტის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია
- მუხლი 22. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 23. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (ადგილობრივი სამსახურის, ტერიტორიული ორგანოს, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანა
- მუხლი 26. მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის (საკრებულოს აპარატის, ადგილობრივი სამსახურის, ტერიტორიული ორგანოს, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის) ანგარიში
- მუხლი 27. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის მოხელის ანგარიში
- მუხლი 28. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის მოხელის, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის) განცხადება
- მუხლი 29. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის), უფლებამოსილი თანამდებობის პირის წერილი
- მუხლი 30. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს) ცნობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 24, №27, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2030777/muxli-24/