1.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის მოხელის, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის) განცხადება წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებს ადრესატს რაიმე ქმედების ან გარემოების საფუძველზე წარმოშობილი კანონიერი უფლებისა ან ვალდებულების შესახებ.
2.
განცხადების ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება განცხადების შედგენის საფუძველი (ფაქტობრივი გარემოება ან ქმედება) და განცხადების ადრესატი (კონკრეტული პირი, პირთა წრე ან საჯარო განცხადება), ძირითად ნაწილში გადმოიცემა მოთხოვნა ან თხოვნა, რომელიც შეეხება წარმოშობილ უფლებას ან ვალდებულებას