1.
მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ანგარიში წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც ანგარიშვალდებული სტრუქტურული ერთეული ზემდგომი ან მაკონტროლებელი ორგანოს წინაშე აღწერს და ასაბუთებს საკუთარ მოქმედებებს, აგრეთვე მათ შესაბამისობას სამართლებრივ აქტებთან და საანგარიშგებო პერიოდის სამუშაო გეგმასთან.
2.
ყოველი ზემდგომი სტრუქტურული ერთეულის ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს ამ ერთეულში შემავალი ქვედანაყოფებისა და მოხელეების ანგარიშებს.
3.
მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ერთი კვირის ვადაში ზემდგომ თანამდებობის პირს წარუდგინოს საანგარიშგებო პერიოდში შესრულებული საქმიანობის ანგარიში.
4.
თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
5.
ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება და საანგარიშგებო პერიოდი. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაო გეგმა, ზემდგომი თანამდებობის პირის (ორგანოს) დავალება), დასაბუთება და მიეთითება მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელის შემშლელ მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთება.
6.
საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს ძირითად ნაწილში ჩამოთვლილ ქმედებათა (შესრულებული სამუშაოს, გაწეული ხარჯის) დამადასტურებელი დოკუმენტები. დანართების თაობაზე მითითება შესაბამისად უნდა გაკეთდეს ძირითადი ნაწილის სათანადო პუნქტში
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 27.09.2013
მუხლი 26. მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის (საკრებულოს აპარატის, ადგილობრივი სამსახურის, ტერიტორიული ორგანოს, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის) ანგარიში
თავი I — ზოგადი დებულებანი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კვირის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 25. მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმარელობის ორგანოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულის, საკრებულოს აპარატის, სტრუქტურული ქვედანაყოფის–განყოფილების) ანგარიში
- მუხლი 25. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მერიის სტრუქტურული ერთეულის, საკრებულოს აპარატის, სტრუქტურული ქვედანაყოფის–განყოფილების ანგარიში
- მუხლი 23. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მერიის სტრუქტურული ერთეულის, საკრებულოს აპარატის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილების ანგარიში
- მუხლი 25. მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის (საკრებულოს აპარატის, ადგილობრივი სამსახურის, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის) ანგარები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 20. მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა
- მუხლი 21. მუნიციპალიტეტის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია
- მუხლი 22. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 23. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (ადგილობრივი სამსახურის, ტერიტორიული ორგანოს, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანა
- მუხლი 24. მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა
- მუხლი 27. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის მოხელის ანგარიში
- მუხლი 28. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის მოხელის, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის) განცხადება
- მუხლი 29. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის), უფლებამოსილი თანამდებობის პირის წერილი
- მუხლი 30. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს) ცნობა
- მუხლი 31. მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 26, №27, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2030777/muxli-26/