1.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის), უფლებამოსილი თანამდებობის პირის წერილი წარმოადგენს საინფორმაციო გაცვლისათვის განკუთვნილ დოკუმენტს, რომელშიც  წერილის ადრესატს მიეწოდება ინფორმაცია წერილის ავტორის კომპეტენციაში შემავალი ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა შესახებ.
2.
წერილის ტექსტი შედგება შესავალისა და საკონსტანტაციო ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება წერილის შედგენის საფუძველი და ადრესატი, ხოლო საკონსტანტაციო ნაწილში გადმოიცემა მოთხოვნილი ან ადრესატისათვის საჭირო ინფორმაცია ადმინისტრაციული წარმოების საქმეზე