1.
მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას.
2.
მუნიციპალიტეტის სახელით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-5 თავით დადგენილი ნორმები და ხელშეკრულებათა შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.
3.
კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მუნიციპალიტეტის ორგანოები მოქმედებენ, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტები