1.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს) ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველზე გაცემულ საინფორმაციო დოკუმენტს, რომელშიც უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დასტურდება ადმინისტრაციული წარმოებისას გარკვეული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ან საქმის გარემოება. ცნობად მიიჩნევა აგრეთვე პასუხი განცხადებაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების ან დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.
2.
ცნობა შედგება შესავლისა და საკონსტანტაციო ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება ვის და რა მიზნით ეძლევა ცნობა, ხოლო საკონსტანტაციო ნაწილში ამომწურავად უნდა იქნეს მოყვანილი ცნობით დადასტურებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი ან საქმის ფაქტობრივი გარემოება