1. მუნიციპალიტეტის  ორგანოს – სამსახურის,  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ  ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა არის მოთხოვნის საფუძველზე გაცემული საინფორმაციო დოკუმენტი, რომელშიც უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას დასტურდება გარკვეული იურიდიული   მნიშვნელობის    მქონე   ფაქტი   ან   საქმის   გარემოება.   ცნობად   მიიჩნევა   აგრეთვე   პასუხი განცხადებაზე ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების ან დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.

2. ცნობა  შედგება  შესავლისა  და საკონსტატაციო  ნაწილისაგან.  შესავალში  მიეთითება  ვის და რა მიზნით ეძლევა  ცნობა,  ხოლო  საკონსტატაციო  ნაწილში  ამომწურავად  უნდა  იქნეს  მოყვანილი  ცნობით დადასტურებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი ან საქმის ფაქტობრივი გარემოებ