1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა არის საორგანიზაციო ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება მოხელის მიერ ერთი თვის პერიოდში განსახორიელებელი საქმიანობა და სამუშაოთა შესრულების ვადები.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმის შედგენის საფუძველია შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ყოველთვიური სამუშაო გეგმა და მოხელის სამუშაოთა აღწერილობა.
3.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოხელის ყოველთვიურ სამუშაო გეგმას შეიმუშავებს თავად მოხელე და ყოველი მომდევნო თვის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებები შეაქვს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს.
4. მოხელის სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისგან. შესავალში მიეთითება მოხელის თანამდებობის სრული დასახელება. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები;
ბ) ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა ან უშუალო ხელმძღვანელის დავალება);
გ) ყოველი სამუშაოს შესრულების ვად