1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი არის დადგენილებაზე (დადგენილების პროექტზე) თანდართული საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს კანონით დადგენილ მონაცემებს ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შესახებ.
2. საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის კანონითა და ამ ტაბელით განსაზღვრული წესით შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. განმარტებით ბარათს ადგენს დადგენილების პროექტის ავტორი ან პროექტის ინიციატორი.
3. დადგენილების პროექტის ინიცირებისთვის აუცილებელია პროექტს თან დაერთოს განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, ამ ნორმატიული აქტის მიღების საჭიროების დასაბუთება;
ბ) მითითება საკრებულოს იმ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება (შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით);
გ) იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს ამ პროექტის მიღება;
დ) პროექტის მიღების სავარაუდო ვადა;
ე) შეთანხმების ფურცელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული);
ვ) პროექტის ავტორი (ავტორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი.
4. თუ დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა ლობისტი, აუცილებელია განმარტებით ბარათთან ერთად ნორმატიული აქტის პროექტს თან დაერთოს ლობისტის დასკვნ