1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების რეკვიზიტებია:
ა) მცირე სახელმწიფო გერბი და მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს შესაბამისად საკრებულოს განკარგულებას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას ან მერის ბრძანებას, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანებას);
გ) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის სათაური;
დ) აქტის მიღების ადგილი და თარიღი;
ე) საკრებულოს მისამართი, მერიის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართები;
ვ) აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული;
ზ) აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (მისამართის მითითებით), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება;
თ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის – საკრებულოს თავმჯდომარის ან შესაბამისად მერის, მერიის თანამდებობის პირთა (შესაბამისად, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელის) ხელმოწერა;
ი) საკრებულოს აპარატის ან, შესაბამისად, მერიის აპარატის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
კ) საკრებულოს ან შესაბამისად მერიის ბეჭედი.
2. ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის ფერადი პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა რეკვიზიტი დაიტანება აქტის საბოლოო გაფორმებისას.
3. საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯომარის ბრძანების, მერის, მერის თანამდებობის პირთა ბრძანების პროექტის და, შესაბამისად, მიღებული (გამოცემული) აქტის ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.
4. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტი ბლანკზე არ ფორმდება. აქტის პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი –
,,პროექტი“, საკრებულოს ან შესაბამისად მერიის აპარატის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:
ა) მცირე სახელმწიფო გერბისა და მუნიციპალიტეტის გერბისა;
ბ) საკრებულოს ბეჭდისა;
გ) აქტის სარეგისტაციო ნომრის