1. საკრებულოს დადგენილების რეკვიზიტებია:

ა) მცირე სახელმწიფო გერბი/მუნიციპალიტეტის გერბი ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს საკრებულოს დადგენილებას);

გ) საკრებულოს დადგენილების სათაური;

დ) დადგენილების მიღების ადგილი და თარიღი;

ე) თუ დადგენილებაში შეტანილია ცვლილება, ცვლილების მიღების თარიღი;

ვ)  დადგენილების   ძალაში   შესვლის   თარიღი   და  მოქმედების   ვადა,  თუ  დადგენილება  განსაზღვრული ვადითაა მიღებული;

ზ) საკრებულოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის) ხელმოწერა;

თ) საკრებულოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;

ი) საკრებულოს ბეჭედი.

2. საკრებულოს დადგენილების ფერადი პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ   ტაბელით განსაზღვრული   რეკვიზიტები.   ყველა   სხვა   სავალდებულო რეკვიზიტი დაიტანება დადგენილების საბოლოო გაფორმებისას.

3. საკრებულოს დადგენილების პროექტის და საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.

4. საკრებულოს  დადგენილების  პროექტი  დადგენილების  ბლანკზე არ ფორმდება. დადგენილების  პროექტს მარჯვენა   ზედა   კუთხეში   უნდა   გააჩნდეს   №12   შრიფტით   შესრულებული   რეკვიზიტი   –   ,,პროექტი“, საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე დადგენილებისთვის განსაზღვრული ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:

ა) მუნიციპალიტეტის გერბისა;

ბ) საკრებულოს ბეჭდისა;

გ) სარეგისტაციო ნომრისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის