1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებაში გამოიყენება შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა. სამართლებრივი აქტები:

ა.ა) ნორმატიული აქტი –ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება;

ა.ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება;

ა.გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;

ა.დ)  ინდივიდუალური    სამართლებრივი    აქტი    –   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის    მერის    ბრძანება,    მერიის თანამდებობის პირთა ბრძანება;

ბ. ოქმები:

ბ.ა) ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;

ბ.ბ) ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი;

ბ.გ) ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმი;

ბ.დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის სხდომის ოქმი;

ბ.ე) ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  დროებითი  კომისიის  (სამუშაო ჯგუფის) სხდომის ოქმი;

გ) სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი;

დ) თანამდებობის პირის დავალება (მითითება);

ე) განმარტებითი ბარათი;

ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი;

თ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის – ხელმძღვანელის  ცნობა;

ი) ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება;

კ)  მოხსენებითი ბარათი;

ლ) განცხადება;

მ)  მინდობილობა;

ნ) შესრულებული (შემოსული და გასული) კორესპონდენცია;

ო) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა;

პ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია;

ჟ)  ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის     ადგილობრივი     თვითმმართველობის     ორგანოს     (ადგილობრივი     სამსახურის) თანამდებობის პირის დავალება (მითითება);

რ) მუნიციპალიტეტის  საკრებულოს,  საკრებულოს კომისიის,  მერიის, მერიის  სტრუქტურული ერთეულის    (ადგილობრივი    სამსახურის,     ადგილობრივი    სამსახურის   სტრუქტურული    ქვედანაყოფის) სამუშაო გეგმები;

ს) მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა;

ტ) მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში;

უ) მუნიციპალიტეტის სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელის  ანგარიში;

ფ) მუნიციპალიტეტის მოხელის ანგარიში;

ქ)  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოს  (ადგილობრივი  სამსახურის),  საჯარო მოსამსახურის განცხადება;

ღ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის) წერილი;

ყ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (ადგილობრივი სამსახურის) ცნობა;

შ) მუნიციპალიტეტის საფინანსო დოკუმენტაცია.

2. დოკუმენტბრუნვის (საქმისწარმოების) ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი ფუნქციების შესრულებას:

ა) დოკუმენტების აღრიცხვა (შემოსული, შესრულებული კორესპონდენცია, ბრძანებები);

ბ) ახალი დოკუმენტების შექმნა/რეგისტრაცია: ნომრის და თარიღის მინიჭება, ხელმოწერა;

გ) დოკუმენტების მოძრაობა რეზოლუციაზე და ვიზირებაზე წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით;

დ) დოკუმენტების ძებნა წინასწარ განსაზღვრული რეკვიზიტებით (მაგალითად, რეგისტრაციის თარიღით და ა. შ.);

ე) დოკუმენტების კლასიფიკაცია ტიპების მიხედვით: ბრძანება, შესრულებული კორესპონდენცია, მოთხოვნა, მოხსენებითი ბარათი და ა. შ;

ვ) დოკუმენტების ძებნა შინაარსით;

ზ) მომხმარებელთა ჯგუფებისა და როლების მართვა;

თ) წვდომის უფლებების ინდივიდუალურად განსაზღვრის შესაძლებლობა;

ი) ელექტრონულად ჩართული ადრესატებისგან გამოგზავნილი კორესპონდენციის აღრიცხვა;

კ) სისტემაში განთავსებული მონაცემების შენახვა და დაცვა.

3. საქმისწარმოების დოკუმენტების რეკვიზიტები, მისი მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში  შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად  გამოცხადების, მასში ცვლილებების  შეტანის წესები და პროცედურები  განსაზღვრულია  საქართველოს  კანონმდებლობით,  აგრეთვე  საკრებულოს  რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

თავი IIIმუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება და მისი გაფორმების სტანდარტე