1. ადგილობრივი      თვითმმართველობის      ორგანოების     მიერ     საქმისწარმოების      წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,ნორმატიული    აქტების შესახებ“, საქართველოს    კანონით    ,,ზოგადი   ადმინისტრაციული    კოდექსი“, ,,საქმისწარმოების  ერთიანი  წესების“  დამტკიცებისა  და ამოქმედების  შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის 1999  წლის  1  ივლისის  №414  ბრძანებულებით,  საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო  და  კანონქვემდებარე ნორმატიული    აქტებით,   საკრებულოს  რეგლამენტით, მერიის დებულებით, აგრეთვე ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი    თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების  ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  დადგენილებით  და ამ ტაბელით.

2. საქმისწარმოებაში ამ  დადგენილებით განსაზღვრული ტაბელის  და  უნიფიცირებული დოკუმენტების გარდა,   სხვა სახის   დოკუმენტების   შედგენა დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და საქმისწარმოებისას წარმოქმნილი საჭიროებისა